თქვენ გახდით ჩვეულებრივ საჯარო ფიგურა, თქვენ იყავით პოლიტიკის განმკარგავი ამ ქვეყანაში, – მიმართა პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს “რუსთავი2”-ის სატელევიზიო ეთერში.
„ყველა ის შეზღუდვები, რომლებიც მთავრობამ შემოიღო და რომლის დაკვეთაც მოდიოდა ბატონი თენგიზისგან და არა მხოლოდ თენგიზისგან, ბატონი გამყრელიძისგან, იმნაძისგან, ყველა ამ შეზღუდვების შედეგად ეს ქვეყანა ჩავარდა კატასტროფულ მდგომარეობაში.
ჩვენ ისედაც ღარიბი ქვეყანა ვიყავით და კიდევ უფრო უარესად გავღარიბდით. ასობით ადამიანმა დაკარგა მთლიანად შემოსავალი. 60 000-დან 70 000-მდე ადამიანი გადავიდა სიღატაკის ზღვარზე.
ადამიანები არიან დეპრესიაში, სიღარიბის გამო გაიზარდა კრიმინალი, თვითმკვლელობა. კატასტროფულ რეალობაში ვართ ყველა იმ შეზღუდვების გამო, რომელთა დამკვეთი იყო ბატონი თენგიზი და ის ადამიანები, რომელიც ჩამოვთვალე და რომლის შემსრულებლები იყო ხელისუფლება.
საბოლოო ჯამში, ამის შედეგი იყო არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავღარიბდით, არამედ შედეგი იყო ის, რაც მთავრობამ შემდეგ გამოიყენა, რაც მოხდა შარშან. მე ვაჩვენე რა გააკეთა მთავრობამ და როგორ გამოიყენა პანდემია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, პანდემია ხელისუფლებამ მისთვის გამოიყენა და ეპიდემიოლოგები მათი გამხმოვანებლები იყვნენ.
„თქვენ გახდით ჩვეულებრივ საჯარო ფიგურა, თქვენ იყავით პოლიტიკის განმკარგავი ამ ქვეყანაში, თქვენ იყავით ყველა ტელევიზიაში გამობმული ხელისუფლების მიერ და წელიწად-ნახევრის განმავლობაში თქვენ იყავით მთავარი ამბის გამხმოვანებელი“. თქვენ მსოფლიო ტრენდს აჰყევით. საკუთარ მოქალაქეებს უნდა მოექცეთ ისე, როგორც უნდა მოექცეთ ადამიანებს. მე როცა შვილები მყავს მშიერი, ნუ მიკრძალავთ გარეთ გამოსვლას. პირველ 10 პროცენტში ვართ ინფიცირების, რა გავაკეთეთ? რა დრო მოვიგეთ და სადამდე მივედით?!
როცა იძახით შეზღუდვები შემოსაღებია, მარნეული ჩასაკეტია და ადამიანები დასვით მაკარონზე, როდესაც ხმას არ იღებთ იმაზე, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობაზე მაჯარიმებენ, ახლა გეკითხებით, სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის სხივი კარგია თუ ცუდი?! – ამაზე ხმას არ იღებთ, როცა ადამიანებს დღემდე ქუჩაში დასდევენ და პირბადის არ ტარების გამო 40 გრადუს სიცხეში 20 ლარით აჯარიმებენ და ამაზე არაფერს ამბობთ, როცა ერთი წლის წინ იძახდით, პირბადე გარეთ არაა აუცილებელია. როცა რაც გინდათ იმას ამბობთ და რაც არ გინდათ, იმას არ ამბობთ, ეგრე ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას“, – მიმართა ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს.
როგორც ჯაფარიძემ ცერვაძესთან დებატებში აღნიშნა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებში ფორმალური პასუხისმგებელი თენგიზ ცერცვაძეა.
„ქუჩის მორეცხვაში, რომ მილიონები დაიხარჯა, მაშინ რატომ არ თქვით, რომ ეს არასწორია? ოჯახებს რომ აჯარიმებდნენ მანქანაში ერთად ჩაჯდომის დროს, მაშინ რატომ არ გამოხვედით და არ თქვით, რომ არასწორია? ახლა რატომ არ იძახით, რომ პირბადის გამო ადამიანების დაჯარიმება სიგიჟეა, კომენდანტის საათი რომ გასაუქმებელია, მაგას რატომ არ ამბობთ?!
ექიმი ბრძანდებით და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა თქვენი განცხადებების შედეგები დაივიწყოთ და თქვათ, რომ მე ამაზე ფორმალური პასუხისმგებელი არ ვარ.
როგორ არა ხართ? აბა ვინ არის? თქვენ 3 ადამიანი იყავით, ვინც დაუკვეთეთ, საბოლოო ჯამში და მერე „გააპრავეთ“ ეს ყველაფერი. გახარიას კიდევ „დარტანიანს“ ეძახდით, საუკეთესო კრიზისს მენეჯერიაო. ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას „დარტანიანი“ და კრიზისს მენეჯერი. აღარ არის ახლა მოდაში?“ – მამართა ჯაფარიძემ ცერცვაძეს.
წყარო: პია









