ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.