ბათუმში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა ბათუმში – ბულვარში ერთ-ერთი კაფის დაცვის თანამშრომელი მოკლეს. 55 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

სასიკვდილო დაზიანებები დაცვის თანამშრომელს დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდამ მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა დღეს დილით გარდაიცვალა.