გურამ ფალავანდიშვილი: მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარება შესთავაზა.

როგორც რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენელი აცხადებს, “ღირსების მარში” ნებისმიერი ფორმით ჩაიშლება.

“თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბინძურის, პრაიდს ვშლით,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.