დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში აკადემიკოსმა გია კვაშილავამ სამეცნიერო მოხსენება წარადგინა. თემა „პროტოქართველებს, პროტოქართველურ კულტურას, ენასა და წარწერებს შეეხებოდა. საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო და დაინტერესებულებს მეცნიერისთვის ონლაინფორმატშიც შეეძლოთ მოესმინათ.
გია კვაშილავა 2007 წლის 27 ივლისიდან არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო შრომა და სტატია.