ვინ იქნება მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” თეთრიწყაროში

TV4-ის წყაროს ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, სავარაუდოდ, გიორგი წიკლაური იქნება. გიორგი წიკლაური მიმდინარე წლიდან თეთრიწყაროს მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

თუ ვინ იქნება ოპოზიციის მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში – ამ კითხვაზე პასუხი  “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს, თამარ დალაქიშვილს ჯერ  არ აქვს. მისი განცხადებით, პარტია სამ სავარაუდო ვერსიას განიხილავს, თუმცა კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საბოლოო ვერსიაზე ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილების შემდეგ ისაუბრებს.