ზუგდიდში კაფე-ბარიდან ლეპტოპები მოიპარეს

ზუგდიდში კაფე-ბარი გაქურდეს, წაღებულია ორი ლეპტოპი. ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.  უცნობია, თუ როგორ შეძლო მან კომბინატის დასახლებაში მდებარე კაფე-ბარის ტერიტორიაზე შეღწევა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქურდი შენობაში პატარა ფანჯრის გავლით შევიდა.