თეა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა[ვიდეო]

სენაკში, დრამატული თეატრის გახსნაზე ჩასული კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა და მას მიკროფონი წაართვა. თეა წულუკიანმა სენაკის თეატრში მიკროფონის წართმევის შემდეგ,  ჟურნალისტს მიმართა:

“მოგესალმებით. მე მინდა, ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერში. რომელი ეთერია? “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ე.ი. ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, მოდი, აბა თქვი ბიძინას გაუმარ… აი, მიკროფონი ჩემია.”-მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

მომხდარის შემდეგ კულტურის მინისტრმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა.

“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”.-წერს თეა წულუკიანი.