იგეგმება თუ არა ვაქცინაციაში ბავშვების ჩართვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯეჯერობით ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრაზე.

„ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“, – განაცხადა გამყრელიძემ.