კლინიკა “რუსთავის” კოვიდ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, ჯამში 58 საწოლია მობილიზებული,- ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.
კლინიკის საწოლფონდის რესურსიდან 10 რეანიმაციული, ხოლო 48 თერაპიული ადგილია კოვიდდადასტურებული პირებისთვის, რომლებსაც კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ ან დასჭირდათ.
როგორც კლინიკა “რუსთავში” TV4-ს გუშინ განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულების კოვიდ ცენტრში ექვსი თავისუფალი საწოლია.