საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.
ახალი შემთხვევებიდან 44 ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.