საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 375 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,19%, ბოლო 14 დღის – 4,77%, ბოლო შვიდი დღის – 5,24%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 390 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 367 130 გამოჯანმრთელდა, 5 592 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 368 179 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 073.