დღეს ლეონიძის სკვერში „იუმორინა 2021“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მაყურებლებს ძველი და ახალი იუმორისტული ნომრები შესთავაზეს. დამსწრე საზოგადოების წინაშე ქუჩის მუსიკოსები, გია ბაღაშვილი, ბორის ბედია და სხვა ცნობილი სახეები წარსდგნენ.
ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.