რუსთავში, მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის სკვერის მოწყობა იგეგმება. რეკრეაციული სივრცის პროექტის ღირებულება 1 430 000 ლარია.
სკვერის პროექტი უკვე მზად არის და პროცედურის თანახმად, ის გადაეგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განხილვისთვის და ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი დაფინანსების მიღებისთვის.