სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი აცხადებს რუსთაველი ფოტოგრაფის რაჟდენ გაბრიჭიძის სახელობის ფოტოკონკურსს „ჩემი რუსთავი“.
- თუ ხარ რუსთაველი
- გიყვარს ფოტოების გადაღება
- ეუფლები, ან გინდა რომ დაეუფლო ამ პროფესიას
- ან თუნდაც უკვე ხარ პროფესიონალი ფოტოგრაფი
“გვაჩვენე როგორია რუსთავი შენს ობიექტივში
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რუსთავში რეგისტრირებულ პირებს
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა
- ფოტო ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნამდე არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა რომელიმე კონკურსზე
- საკონკურსო ფოტოს ხარისხი უნდა იყოს მინიმუმ 2000×3000
ცენტრის ინფორმაციით, I და II ადგილის მფლობელებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. III ადგლის მფლობელს კი ე.წ. ლაიქების საშუალებით გამოავლენს ფეისბუქ მომხმარებელი.
“რაც მთავარია საპრიზო ადგილის მფლობელებს ძალიან, ძალიან მაგარი საჩუქრები ელით
I- მობილური ტელეფონი (Samsung Galaxy A51)
II-პლანშეტი (Samsung Galaxy Tab A7)
III-გარე მეხსიერების მყარი დისკი (Toshiba Canvio Basics HDD 2 TB)
გამარჯვებული კონკურსანტების წარდგენა და დაჯილდოვება გაიმართება ფოტო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა კონკურსანტის ნამუშევარი
საკონკურსო ფოტოს გამოაგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cysphoto2021@gmail.com
ფოტოს თან დაურთეთ მონაწილის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ფოტოების მიღება შეწყდება 5 სექტებერს, მიღებული ნამუშევრები ფეისბუქ გვერდზე განთავსდება არა უგვიანეს 10 სექტემბრისა”-ნათქვამია ინფორმაციაში.