როდის შემოვა რუსთავში “ფაიზერის” დამატებითი დოზები?

რუსთავში “ფაზიერის” ვაქცინის 720 დოზაა შემოსული, რომელთაგან 600 სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცათ, 120 დოზა კი ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს რეზერვში აქვს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, “ფაიზერის” დამატებითი დოზები ქალაქში მომავალ კვირას შემოვა. აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაცია ქალაქის ორ სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკა “რუსთავსა” და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.

ამასთან, დავით ბეგაშვილის განცხადებით, ქვეყნის სტატისტიკასთან შედარებით, ქვემო ქართლში ეპიდვითარება სტაბილურია.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 152 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება.