როდის შემოვა რუსთავში “ფაიზერის” ვაქცინა

რუსთავში, სავარაუდოდ, ათი დღის ვადაში “ფაიზერის” ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა. მისივე ცნობით, კოვიდინფიცირების სტატისტიკა ქვემო ქართლში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.

რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი შემთხვევა რუსთავში ფიქსირდება.

დავით ბეგაშვილი მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“ფაიზერით” აცრა სავარაუდოდ, რუსთავის ორ სამედიცინო დაწესებულებაში  კლინიკა “რუსთავსა” და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის,  ქვეყანაში კორონავირუსის​ 2 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან  172 ქვემო ქართლს უკავშირდება.