რუსთავის პარკთან სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. Tv4-ის ინფორმაციით, პარკის შესასვლელთან, ავტომობილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა და ხანრის გაჩენის საშიშროება არ არის.