ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში ფაიზერის დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა და განმარტა, რომ იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნენ.
სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა და ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.









