საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 200 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,87 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,24 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 939 გამოჯანმრთელდა, 5 468 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 303 407 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 019.