საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს: აშშ-ს სახ.დეპი

ტრეფიკინგის კუთხით საქართველომ გასული წლის განმავლობაში ნაკლები საქმე გამოიძია მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს! – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წარადგინა.

ანგარიში გლობალური მასშტაბით ადამიანების ტრეფიკინგის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს.

“ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული გაუმჯობესების ფონზე საქართველოში ისევ ნაკლები ეჭვმიტანილია გამოვლენილი და ნაკლები მსხვერპლია იდენტიფიცირებული. შრომის ინსპექცია კვლავაც განიცდის თანამშრომლებისა და რესურსების დანაკლისს, რაც აუცილებელია ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. პოლიციამ კი ჩაატარა კომერციული სექსის დაწესებულებების რამდენიმე სპეციალური რეიდი, მკაფიო სტრატეგიისა და მსხვერპლთა გამოვლენის გარეშე. მთავრობამ არასაკმარისი საჯაროობით წარმოადგინა მისი საქმიანობის ადეკვატური საზოგადოებრივი შეფასებები ან ინფორმაცია ამ საქმიანობის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი დააკლდა გამჭვირვალობა”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით 2016 წლიდან საქართველო პირველ საფეხურს იკავებს და ადგილი 2021 წელსაც შეინარჩუნა.