“ქართლი ტექსტილში” ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა[ვიდეო]

რუსთავში,  “ქართლი ტექსტილის” საწარმოში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, საწარმოში დასაქმებულებს ვაქცინის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რომელმაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“ქართლი ტექსტილის” ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, დასაქმებულები ორჯერადად აცრის შემთხვევაში 50 ლარიან კომპენსანციას მიიღებენ.