ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები აკრძალული საშუალებებით თევზაობდნენ წალკის მუნიციპალიტეტში მდინარე ქციაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამზე, რუსთავში მდინარე მტკვრის კალაპოტში და დმანისის მუნიციპალიტეტში მდინარე სარფუდარაზე, სადაც მთის კალმახზე უკანონო თევზჭერის ფაქტია დაფიქსირებული.
სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ, ჯამში 4 კილოგრამამდე შერეული სახეობის თევზი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტებზე სამართალწარმოება დაიწყეს. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.