შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, 5-6 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორების დასჯა.

“დაისაჯოს მოძალადე” – ამ შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანეს აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში, უწყების შენობასთან. ტრანსფარანტებზე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები და “პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები იყვნენ გამოსახული.

ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის განცხადებით, მთავარია,  რომ აქციის ორგანიზატორები დააკავონ.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჟურნალისტები საქართველოს პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, რომლითაც „ალტ-ინფოს” წამყვანებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.