საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისთვის აქტიურობისკეს მოუწოდა.

ვაქცინაციაზე საუბრისას, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის.

მისივე თქმით, ხვალ დამატებით „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა საქართველოში.

„ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.