ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს- სამინისტრომ რეგისტრაციის დამატებითი საშუალება – ცხელი ხაზი აამოქმედა.
„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა რეგისტრაციის ერთი წყაროსი, რომელიც პორტალით რეგისტრაციას გულისხმობს, მივცეთ დამატებითი საშუალება – ეს არის ცხელი ხაზი: 1443, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დამატებით რეგისტრაციაში დაეხმარება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.