რუსთავის ამერიკულმა კუთხემ პროექტის “კრიტიკული აზროვნება” ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მწერალმა დამსწრე საზოგადოებასთან მედიაწიგნიერებასა და კრიტიკულ აზროვნებაზე ისაუბრა.
რუსთავის ამერიკული კუთხის კოორდინატორის, მარიტა გოცაძის განცხადებით, მსგავს თემატიკაზე არაფორმალური შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად არის დაგეგმილი, რომელიც შემოდგომაზე, სექტემბრის თვეში გაიმართება.









