“ასტრაზენეკას” ვაქცინის 10 000 დოზას საქართველოს რუმინეთი გადასცემს

რუმინეთისგან საქართველო 10 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.

„2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 10 000 დოზა ვაქცინას გადასცემს. ვაქცინების მიწოდება მალე მოხდება“, – წერს რუმინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ ტვიტერში“.