“ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს იწყება, თავად აცრის პროცესი კი 12 ივლისს დაიწყება.

რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ.

ცნობისთვის, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებ-გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:
www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796