ბოლნისის “სიონმა” პირველი ამხანაგური მატჩი გამართა

ეროვნული ლიგის საზაფხულო პაუზას, ბოლნისის „სიონი“ ნაყოფიერად იყენებს.

ბოლნისურმა გუნდმა დღეს პირველი ამხანაგური შეხვედრა, სომხეთის პრემიერლიგის მეხუთე ადგილოსან გუნდთან, “არარატ-არმენიასთან” გამართა. შეხვედრა სომხების გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

ბოლნისის მთავარ მწვრთნელს, გიორგი დარასელიას მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ერთ-ერთი სპარინგპარტნიორი, ეროვნული ლიგა 1-ის წარმომადგენელი წყალტუბოს სამგურალი იქნება.

ბოლნისის „სიონი“ ახალ სეზონს 5 აგვისტოდან განაახლებს.