ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა,-ინფორმაციას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გოგი მეშველიანი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება უნდა გაუმჯობესდეს.

 

„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდეტი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს .

ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება .“- წერს გოგი მეშველიანი

შგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.

საკითხის მოგვარებაში  ჩართულია მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი , რომელმაც 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართულიყო.