ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან.
„დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებშიც. 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რეალურად, რამდენად დადებითი შედეგი აქვს ინფცირების თავიდან აცილების მიზნით.
ვაქცინაციის მნიშვნელობა უდავოდ და ცალსახად ძალიან მაღალია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და სწრაფად შევუერთდეთ ორჯერ ვაქცინირებულთა რიგებს“, – განაცხადა თმარ გაბუნიამ.