გამყრელიძე: ეპიდვითარება, სამწუხაროდ, უარესობისკენ დაიძრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა.

გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პანდემიის შეკავების ერთადერთი გზა სწორედ იმუნიზაციის პროცესში ჩართვაა.

“ეპიდვითარება სამწუხაროდ, როგორც ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა. ვიყავით დაახლოებით პლატოზე, ახლა ბოლო ერთი კვირაა ყველა მაჩვენებელი მიდის ზემოთ. დღეს ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დღეს ჩვენ უკვე მიწოდების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილების დეფიციტი”.-  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.