“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გარდაბანში, სავარაუდოდ, დავით კარგარეთელი იქნება. TV4-ის წყაროს ინფორმაციით, მმართველი გუნდი კანდიდატად გარდაბნის მუნიციპალიტეტში სწორედ გარდაბნის მერის პირველ მოადგილეს დაასახელებს.
დავით კარგარეთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.