დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

გერმანული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.  ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  „ევროვინგს“-თან, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით, 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა.