როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ, მე, წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ჰყავს ყველაზე განათლებული, კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა ადამიანები თავის რიგებში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება იმდენადაა შეშინებული, რომ ტყუილებს თხზავს.
„ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, კიდევ ერთხელ გეუბნებით იმას, რომ ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობებით, ოფისებიდან გამოდგებით, სუს-ის მეთვალყურეობით და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი ძალა, მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ მთლიანად იგონებს და თხზავს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით, შემდგომ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისვე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს იცით? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ თავის მხარდამჭერები, თავის პარტიის წევრები დაარწმუნოს იმაში, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია. ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, – აცხადებს გახარია.