ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ უფრო მკაცრი ზომები უნდა განახორციელოს, რათა შესაბამისი სტანდარტები იყოს შენარჩუნებული. ჩვენ არ გვინდა, რომ ბიზნესი დაზარლდეს, მაგრამ გვინდა, რომ მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული, – ამის შესახებ სოკოს საწარმოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრმა ლექსო დალაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ამბობს, “თეთრი ქუდის” ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრამდე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია ჰქონდათ და საწარმოსთვის დაკისრებული სანქციები შედეგზე ვერ გადის.
ალექსანდრე დალაქიშვილის თქმით, თუ უფრო მკაცრი ღონისძიებები არ გატარდება, ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემა არ გადაიჭრება.
“როგორც გავარკვიე მათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ აქვთ წესრიგში და ვფიქრობ, რომ სანამ ეს არ მოგვარდება, გარემოს დაცვის სამინისტომ მკაცრი ზომები უნდა განახორციელოს და ობიექტს უნდა შეუჩერდეს საქმიანობა მანამ, სანამ არ გამოასწორებს პრობლემას.ჩვენ მოვთხოვეთ შესაბამის უწყებებს, რომ მათ იმოქმედონ მაქსიმალურად კანონის შესაბამისად და კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისხიებებს,დაველოდოთ.
ქალაქის მერს მანამდე ჰქონდა კომუნიკაცია მთელი ამ წლების განმავლობაში და როგორც ჩანს, არ იყო შედეგიანი. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ წარმოების მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე ჰქონდათ და შესაბამისი ხშირი პერიოდულობით აღარ არის ეს პრობლმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ უფრო მკაცრი ღონისძიებები არ განხორციელდა, ეს პრობლემა პრობლემად დარჩება. ყველანაირი მცდელობა იყო და მერია მაქსიმალურად იყო ჩართული პრცესებში.
უსიამოვნო სუნის მიზეზად, კომპანიამ დაასახელა, რომ ნედლეული იყო უხარისხო, ამას აბრალებენ. ვფიქრობ, რომ კომპოსტის საამქროს აქედან გადატანა გამოსავალია. ამაზე საუბარი ისედაც იყო აქამდე, მაგრამ ვერ მოხერხდა, მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ, ჩემისთვის ეს არგუმენტი არ არის, რადგან როოგრც ვიცით, გაყიდველი საკმაოდ ნორმალურია.”- განაცხადა პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.