დღეიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50-იდან 100 ლარამდე იზრდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე იზრდება.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.

გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.