საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,06%, ბოლო 14 დღის – 3,67%, ბოლო 7 დღის – 4,07%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 376 200 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 296 074 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 488.