ეკატერინე ტიკარაძემ პირველადი ჯანდაცვის გამოწვევებზე ისაუბრა

პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, 1-ლი ივლისიდან დავიწყეთ რეფორმა, რომელიც მრავალმხრივ გამოწვევებს გულისხმობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის გამოწვევებია: მოსახლეობის მიერ პირველადი ჯანდაცვის სექტორში დაბალი მიმართვიანობის გაზრდა, სერვისების არასაკმარისი მოცულობა, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება და დღესდღეობით ჩვენ ამ რეფორმის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს, თუ რა სერვისების ზრდა მოხდება პირველ წელს და შემდეგ როგორ განვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდება დაფინანსება, რადგან ვთვლით, რომ დღევანდელი დაფინანსების მოდელი არის დაბალეფექტური, სერვისების დეფიციტი და ასევე პერსონალის დეფიციტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.