მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს.
„როდესაც ქართველებს ასე გამოიწვევენ ლგბტ პირები და მიდის მაგათი პროპაგანდა ტელევიზიებით, ხალხი სხვანაირად აღიქვამს. ჩვენგან გინახავთ ვინმეს გავსწორებოდეთ რამით? ძალიან მძიმე ფაქტზე მესაუბრებით, მაგრამ როდესაც ერს სულში აფურთხებ საფრთხილოა ხოლმე, ყველანი ერთნაირები ხომ არ ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, კონტრაქციაზე ძალადობა ჟურნალისტების მიმართაც განხორციელდა, უმღლესი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს:
„გასაგებია და სამწუხაროა, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, მხარედ არ უნდა გამოხვიდეთ ჟურნალისტები. რამდენიმე მილიონი კაცი ვცხოვრობთ საქართველოში, ზოგი ისე მოიქცევა და ზოგი ასე, საფრთხილოა ეს. პრაიდის ორგანიზატორებზეა სრული პასუხისმგებლობა, გამოსულიყვნენ და გაეუქმებინათ. ჟურნალისტს თუ აყენებენ შეურაცხყოფას, თქვენ მოითხოვთ დასჯას იმ ადამიანებს, მაგრამ ვინც პროპაგანდას აკეთებს, იმათზე რატომ არ მეკითხებით“.
მისივე თქმით, არ შეიძლება ლგბტ მარში „ღირსების მარში“ იყოს.