ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში იმყოფება[ვიდეო]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში იმყოფება. მინისტრი რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ესწრება. თანამშრომლებს ვაქცინაცია კლინიკა “რუსთავში” უტარდებათ.

თურნავას უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ეხმარება ბიზნესს, მათ შორის, სამრეწველო საწარმოებს, რათა მათ შეძლონ იმ თანამშრომელთა ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.