ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათ შორის რუსთავში. რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ექცესების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაიწყო და მიმდინარეობს.
კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საგამოცდო პროცესი მთელი რიგი რეგულაციებით წარიმართება. შარშანდელისგან გასხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.