ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე სესიაზე აბიტურიენტები უკვე შევიდნენ.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 308 აბიტურიენტიდან 18 გამოცდაზე არ გამოცხადდა.
როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი TV4-ს უდასტურებს, მაღალი ტემპერატურა არცერთ აპლიკანტს არ დაფიქსირებია და გამოცდა მშვიდ პირობებში მიმდინარეობს.