ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. 13 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 25 საგამოცდო ცენტრში აბარებენ.
საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თელავის საგამოცდო ცენტრში აკვირდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო. უკვე ჩატარდა გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხოურ ენებსა და მათემატიკაში. გამოცდების პარალელურად დაწყებულია გასწორების პროცესიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად აგვისტოს თვეში დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ.
საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.









