მეუფე იოანე: მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო

 ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მამა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ბავშვი მორჩილებაში უნდა იყოს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა არგუმენტად მოსეს რჯულიდან ამონარიდი მოიყვანა, რომელიც ურჩ შვილებს ეხება.

“აბა, ახლა გაბედე და დატუქსე ბავშვი, უყვირე, კუთხეში დააყენე… რეკავს ეგრევე პოლიციაში – “დედა ჩემს უფლებებს ლახავს”, ” მამა მიყვირის. მოდის პოლიცია და აფრთხილებს, კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენო. ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო”, – აცხადებს მეუფე იოანემ.