მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ, საიტი ტექნიკური შეფერხების გამო არ მუშაობს.
ცნობისთვის, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა “სინოფარმზე” რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია.
ცნობისთვის, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისიდან უნდა დაიწყოს.