ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მეორე დღეა ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა. ამ წუთებში 50 მეხანძრე-მაშველის და ერთი ვერტმფრენის მიერ ხდება არსებული კერების ლიკვიდაცია.

გუშინ  ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟების გარდა, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობდა რეინჯერთა ჯგუფიც.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილას ოთხი დღის წინაც გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლი ცოცხალი ძალით ჩააქრეს, დაიწვა  დაახლოებით 7 ჰექტარი ტერიტორია.