ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე კვლავ ხანძარია

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე კვლავ დაკვამლიანებაა. ბოლო ერთ კვირაში ხანძრის ეს მესამე შემთხვევაა.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. ცეცხლის ზონამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით გადაადგილდებიან.

რა ფართობზეა და რამ გამოიწვია ხანძრის გავრცელება უცნობია. ცნობისთვის, ვაშლოვანის ნაკრძალში, პირველად ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა, ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტფრენიც.