თაბაგარი: უპასუხისმგებლო პრემიერი გვყავს, ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მას “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

“ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ -მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!”- წერს გიორგი თაბაგარი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხისშემცველია.

“დღეს დაანონსებული “მარში” მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.